ახალი ამბები
,,ახალბაღი" გაუქმდა და მისი ფუნქციები ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" დააკისრეს
დღეს გორის მერიაში ახალი ორგანიზაცია „გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო“ შეიქმნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ახალი ორგანიზაცია 5 ,,ააიპ"-ის ბაზაზე დაფუძნდა, ესენია:

ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“,
ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის გამწვანების და სანერგე მეურნეობის“,
ა(ა)იპ „ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სასაფლაოების მოწყობის მართვისა და მოვლა-პატრონობის სამსახურის“,
ა(ა)იპ „ქ. გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკი ახალბაღი“
ა(ა)იპ „თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ გაერთიანების შედეგად.

რაც შეეხება კიდევ ორგანიაციას, შპს „გორის სერვისჯგუფი“ გაუქმდა. მისი ფუნქციები ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს“ დააკისრეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები