ახალი ამბები
გუბერნატორის ჯარიმებს მერია გადაიხდის
შიდა ქართლის გუბერნატორს 10-ლარიანი ჯარიმა 9 თვის წინ დააკისრეს და დღემდე არ გადაუხდია. ამის გამო, საურავი დაეკისრა და ამჟამად, ერთ კონკრეტულ 10 ლარიან დარღვევაზე 160 ლარი აქვს გადასახდელი.

ჯარიმები მერიამ უნდა დაფაროს, რადგან ავტომანქანა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა.

2017 წლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, არასწორი პარკირებისთვის იგი 2017 წლის 21 მაისს, კვირა დღეს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბინის წინ, 14:09 წუთზე დააჯარიმეს.

კახა სამხარაძე შიდა ქართლის გუბერნატორად 2017 წლის 3 თებერვალს დაინიშნა.

მას შემდეგ, კახა სამხარაძემ, დგომის წესები, კიდევ სამჯერ დაარღვია და არც ერთი ჯარიმა აქვს გადახდილი.

კერძოდ, მეორე დარღვევა 2017 წლის 17დეკემბერს, ასევე კვირა დღეს, იმავე ადგილას 16:46 წთ დაუფიქსირდა. არც ეს თანხაა გადახდილი.

მე-3 დარღვევა 2018 წლის 14 იანვარს, ისევ კვირა დღეს, გურამიშვილის გამზირზე, 10:21 საათზე დაუფიქსირდა.

მე-4 დარღვევა 2018 წლის 4 თებერვალს, კვირა დღეს, საღამოს 21 საათზე, კვლავ, სახლის წინ დაუფიქსირდა.

,,სითი პარკის" ოფიციალურ საიტზე წერია, რომ წლიური გადასახადი 50 ლარია. მერიამ კი, საერთო ჯამში, 190 ლარი უნდა გადაიხადოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები