საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მაღაზიის
დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. პოლიციელებმა სავარაუდო
დამნაშავის ვინაობა სათვალთვალო კამერების მეშვეობით დაადგინეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული გორის რაიონის ერთ-ერთ სოფლის
მკვიდრია და 21 წლისაა.
მაღაზიის ადმინისტრაციის თანამშრომლების განცხადებით, წაღებულია
გარკვეული რაოდენობის თანხა და მობილური ტელეფონი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც
თბილისისკენ, ტრანსპორტით აპირებდა წასვლას.
შეგახსენებთ, გუშინ, დღის 2 საათზე, მაღაზია ,,ბუმი" დააყაჩაღეს.
ნიღბიანი პიროვნება სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. დააჩაღების
დროს მაღაზიაში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.
სუპერმარკეტი სტალინის გამზირზე, სკვერთან მდებარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები