ახალი ამბები
ჭაბუკთა შორის გამართულ ჩემპიონატზე 4 მედალი გორელებმა მოიპოვეს
თბილისში ჭაბუკთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, ჭიდაობაში, გორელმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოპოვეს.

1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სპორტული სკოლის წარმომადგენლებს ერგოთ.

51 კგ-მ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა გიორგი გეგელაშვილი, ფინალში მან თავისივე თანადარბაზელი ომარ გაზაშვილი დაამარცხა.

ომარ გაზაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა 65 კგ-მ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ფაცინაშვილმა, ბრინჯაოს მედალი კი მურად ახალაძემ (92 კგ) დაისაკუთრა.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში დღეს პრესკომფერენცია გაიმართა, გორელმა სპორტსმენებმა და მათმა მწვრთნელებმა შეაფასეს საქართველოს ჩემპიონატზე მოასპარეზე სპორტსმენების გამოსვლა.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები