რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
რუსეთის მოქალაქეების კომპანია გორის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს უჩივის
კომპანია ,,კერა", რომლის დამფუძნებლები რუსეთის მოქალაქეები არიან, გორის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს უჩივის. ამის მიზეზი საბავშვო ბაღების გასათბობად სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მითითებული პირობები სახელდება.

,,ბრიკეტების" (დაპრესილი შეშის ნარჩენები) მწარმოებელი საწარმო თვლის, რომ ტენდერი კონკრეტული კომპანიის გასამარჯვებლად არის გამოცხადებული.

გორის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო ითხოვს, რომ შესასყიდი ბრიკეტის დიამეტრი უნდა იყოს 7.5-8 სმ. კომპანია ,,კერა" კი, აწარმოებს 6 სმ დიამეტრის მქონე ბრიკეტებს.

,,ჩვეულებრივ გამათბობელ ღუმელში გამოყენებისთვის, ბრიკეტის დიამეტრის ამგვარი სიზუსტით (0.5 სმ) განსაზღვრა არ ემსახურება სტანდარეტებით დადგენილ არც ერთ ძირითად მახასიათებელს, როგორიცაა თბოკალორიულობა, ეკოლოგიურობა, ხარისხი, ნაცრიანობა და სხვა. როგორც ჩანს, ბრიკეტის დიამერტის ზომის მახასიათებლის მოთხოვნა აშკარად მორგებული იყო ერთ წინასწარ ცნობილი მიმწოდებლის დანადგარს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო კონკრეტული შესყიდვის განხორციელებამადე მოეხდინა ბაზრის კვლევა და მოეძია ბაზარზე რამდენი პრეტენდენტია, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს მას საჭირო საქონელი, გაიგოს მათი მახასიათებლები და აღნიშნულიდან გამომდინარე გამოაცხადოს ტენდერი, რა დროსაც არ უნდა დაარღვიოს სახელმწიფო შესყიდვების კანონის მიზნები. ბაზრის კვლევა რომ განხორციელებულიყო, დიამეტრის პარამეტრით აპელირება ვერ მოხდებოდა და არ შეილახებოდა სხვა პრეტენდენტების სამართლიანი ინტერესები." აღნიშნავს ,,კერას" იურისტი.

,,კერას" მიერ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებიც გასაჩივრდა იმ მიზეზით, რომ ბრიკეტის სიგრძე შეზღუდული იყო 25-30 სმ-ზე. ,,კომპანიის" საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შემდეგომ გაიმარჯვა 10-15სმ-იანი ბრიკეტით.

,,რითაც სრულად დაკმაყოფილდა სახელმწიფო შესყიდვის მიზანი - მოხდა სახელმწიფო სახსრების დაზოგვა და შემსყიდველისთვის ხარისხიანი საქონლის მიწოდება. მოცემულ შემთხვევაში საკითხი ბევრად დისკრიმინაციულია, რადგან შემყიდველი ითხოვს, რომ მიწოდებულმა ბრიკეტმა 0.5სმ სიზუსტით დააკმაყოფილოს დიამეტრის პარამეტრი რაც არანაირ კავშირში არ არის შესყიდვის საბოლოო მიზანთან." - აღნიშნავს საჩივარში იურისტი.

,,კერას" საჩივართან დაკავშირებით გორის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს იურისტს შესაგებებლი პასუხი ჯერ არ მოუმზადებია.

კომპანია ,,კერა" 2016 წელს რუსეთისა და საქართველოს მოქალაქემ, გია წერეთელმა დააფუძნა. ამჟამად, მისი წილი საწარმოში 94%-ია, ხოლო რუსეთის მოქალაქე სვეტლანა დოსკიევა 4%-ს ფლობს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
,,ეს კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი'' - დასძინა ელჩმა.

,,ეს კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი'' - დასძინა ელჩმა.

18:18 / 16.04.2024
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს,
საქართველოს
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს
11:31 / 15.04.2024
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
23:03 / 12.04.2024
"ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არავის მოწოდებას,
22:06 / 12.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.