ახალი ამბები
მუგუთში შურისძიების მიზნით მამა-შვილს ესროლეს
ზნაურის (ყორნისის) რაიონის სოფელ მუგუთში მცხოვრებ თემურ გაგლოევსა და მის ერთ-ერთ ვაჟს, ბათრაზ გაგლოევს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 59-წლის თემურ გაგლოევი ცხინვალის საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. ხოლო მისი შვილი ბათრაზ გაგლოევი დაიჭრა.

ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს და იუწყებიან, რომ თავდასხმა შურისძიების მიზნით, განხორციელდა.

ეჭვმიტანილი 30-წლის ცხინვალელი ედუარდ კოდოევია, რომლის ძმა ვადიმ კოდოევი ცოტა ხნის წინ, ნივაში მოკლული იპოვეს. ვადიმ კოდოევის მკვლელობა ვლადისლავ გაგლოევს ბრალდება.

ვადიმ კოდოევის მკვლელობა ჯავის რაიონში მოხდა და გარდაცვლილს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრო აცხადებს, რომ სწორედ, ვადიმ კოდოევის მკვლელობის გამო, იძია შური მისმა ძმამ ვლადისლავ გაგლოევის ოჯახზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები