ახალი ამბები
ტრაგედიის ადგილი მოხისთან (PHOTO)
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან დაღუპული ახალგაზრდები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცარგორელები არიან. ისინი სოფლიდან მოხისის მიმართულებით მიდიოდნენ.

არხთან დაახლოებით 50 მ მანძილზე მუხრუჭის კვალი ჩანს, თუმცა დაღმართზე მანქანის შეჩერება ვერ შეძლეს და წყლით სავსე არხში ჩავარდა.

5 მგზავრიდან 2 ბიჭი გადარჩა, სამი დაიღუპა. დაღუპულებიდან ორი ძმაა, ერთი კი, - მათი ნათესავი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არხიდან მანქანა ტექნიკით ამოიყვანეს, ხოლო შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.

Maia Grigalashvili

სადა გყავს პატარა ნაცარგორა,ამდენი დასაკარგი ვაჟკაცი?!ღმერთო,რატომ?! სული მეწვის და გული მტკივა,ბიჭებო, რატომ. ეს რამხელა უბედურება და ტრაგედია დაატრიალეთ.გაზაფხულის მოსვლა არ დაგცალდათ,სიცოცხლით და...

Print

სტატიის გამოყენების პირობები