ახალი ამბები
ხურვალეთის შესასვლელში ტერიტორია ,,სტუ"-ს ეკოკლუბის წევრებმა დაასუფთავეს
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის შესასვლელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკოკლუბის წევრებმა დაასუფთავეს. დასუფთავების იდეა ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელს, ლუდა სალიას ეკუთვნის. აქციის გამართვა მოხალისეებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც ისინი ხანდაზმულთა სახლს ეწვივნენ. შესაბამისი აღჭურვილობით სტუ-ს ეკოკლუბის წევრებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანაციების ქსელი (CENN) დაეხმარა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები