ახალი ამბები
იგოეთთან 4 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
თბილისი-სენაკის მთავარ მაგისტრალზე, დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ოთხი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. 

არავინ დაშავებულა. შემთხვევა იგოეთის გზაგამტარზე მოხდა. შეჯახებული მანქანების რაოდენობა პოლიციის თანამშრომლებმა დაასახელეს.

მძღოლებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გამოუწერეს.

საჯარიმო ავტოსადგომზე მანქანების გადასაყვანად ორი ევაკუატორი მიიყვანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები