ახალი ამბები
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშროლობის ახალი სტრუქტურა შეიმუშავეს
2018 წლის 12 მარტს ბრიუსელში საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ახალ ინსტიტუციურ სტრუქტურას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლესი რანგის ოფიციალური პირების თანდასწრებით.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ავრცელებს. პრეს-რელიზის მიხედვით, ახალი სტრუქტურა ოფიციალურად იქნა მიღებული ერთობლივი დეკლარაციით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გასული წლის ნოემბერში.

რა შეიცვალა?

1. მეტი ორიენტაცია შედეგზე: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ახალი სტრუქტურა უფრო კომპაქტურია და უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია იმ რეფორმების ეფექტიან განხორციელებაზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის რეალური ცვლილებების მომტანია.

ახალი მიდგომა მეტ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორი ქვეყნების სათანადო დონეზე მონაწილეობას, მათ უნარს და სურვილს წარმატებით განაგრძონ საქმიანობა იმ 20 შედეგის მისაღწევად, რომელებიც შეთანხმების მიხედვით 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს. დაგეგმილი შედეგების მიღწევა უმეტესწილად დამოკიდებულია რეფორმის პროცესების წარმატებაზე ამ ქვეყნებში.

2. უფრო სისტემატური: განახლებული სტრუქტურის ძირითადი ელემენტები, პლატფორმები და პანელები, ახლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხ პრიორიტეტს შეესაბამება: უფრო ძლიერი მმართველობა, უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი კავშირები და უფრო ძლიერი საზოგადოება. პლატფორმების და პანელების მუშაობას ხელმძღვანელობენ მინისტრები მაღალი რანგის ოფიციალური პირების საშუალებით.

სტრუქტურის ცენტრალურ ნაწილს კვლავ წარმოადგენს გაცვლები ყველა დონეზე, მათ შორის საპარლამენტო გაცვლები „ევრონესტის“ საშუალებით, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების გაცვლები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებების კონფერენციის (CORLEAP) საშუალებით და სამოქალაქო საზოგადოების გაცვლები სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საშუალებით. პლატფორმები უფრო მეტ პოლიტიკურ რეკომენდაციებს მისცემენ პანელებს და ამავე დროს აწარმოებენ ანგარიშგებას მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინაშე ზოგადად პანელების საქმიანობის შესახებ კონკრეტული პრიორიტეტის ფარგლებში. პანელები შეასრულებენ ფორუმის ფუნქციას კონკრეტული საკითხების უფრო ღრმად განხილვის მიზნით.

3. უფრო თვალსაჩინო: ახალი სტრუქტურა ასახულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალ ვიზუალურ კორპორატიულ სტილში, რომელიც შემუშავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საკომუნიკაციო კამპანიისთვის. ბრენდის კონცეფცია ემყარება თანამშრომლობის იმავე ოთხ პრიორიტეტს და თემატურ სფეროს ხდის ვიზუალურად ცნობადს.

თანმიმდევრული საკომუნიკაციო პრაქტიკის უზრუნველსაყოფად აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ვიზუალური ხაზი ხელმისაწვდომია ყველა მხარისა და პარტნიორისთვის. მასალების უფასოდ გამოყენება შეუძლია ყველას, თუკი იხელმძღვანელებენ შესაბამისი ინსტრუქციებით. ოფიციალური ინსტრუქციების და ყველაზე პოპულარული პროდუქტების ფაილების ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქ: https://goo.gl/UcuscN.

Print

სტატიის გამოყენების პირობები