ახალი ამბები
გომთან პოლიციის ახალ შენობას ააშენებენ
გომი-საჩხერის გადასახვევზე პოლიციის ახალი შენობა აშენდება. მშენებლობისთვის გათვალისწინებული 640 000 ლარს მუნიციპალური განვითარების ფონდი გაიღებს.

ახალი ობიექტი, თავისი დიზაინით, ძველი საბჭოური ტიპის საპოლიციო საგუშაგოსგან განსხვავებული იქნება. მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ტენდერი ერთ თვეში გამოცხადება. მშენებლობა 150 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტი და დიზაინი რეგიონული განვითარების სამმართველოს ტექნიკურ მრჩეველს ფერნანდო კამანო-გარსიას ეკუთვნის.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები