ახალი ამბები
გზის აღდგენის დაგვიანების მიზეზად ასფალტის ქარხნის დაზიანება სახელდება
თელიანი - ზემო ხანდაკის გზის აღდგენას ,,მელიორაციის სამსახური" ვერ ახერხებს. ორ კვირაზე მეტია ასფალტის საფარი გათხრილია.

გზის გათხრა სარწყავი მილის ჩასადებად დაჭირდათ. მძღოლების გასაფრთხილებლად კი საინფორმაციო დაფები განთავსებული არაა.

სარწყავი არხის რეაბილიტაციას კომპანია ,,მშენებელი 80"-ი ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ წიკლაური ამბობს, რომ ასფალტის ქარხანას შეკვეთა ორი კვირის წინ მისცა:

,,მოგეხსენებათ, ჩვენ ასფალტს არ ვამუშავებთ. როგორც კი დავამთავრეთ სამუშაოები, მაშინვე შევუკვეთეთ შესაბამის ქარხანას, თუმცა ამბობენ, რომ ქარხანა დაზიანებულია და ვერ ახერხებენ შეკვეთის შესრულებას," - აცხადებს ზურაბ წიკლაური.

საავტომობილო გზა გორი-მცხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალს წარმოადგენს. მისი მოვლა-პატრონობა ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ს ევალება და ტენდერიც მოგებული აქვს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები