ახალი ამბები
გორში კვერნაკის დასახლებაში დაბინძურებული სასმელი წყალი მოვიდა
ქალაქ გორში, კვერნაკის დასახლებაში, სასმელ წყალს ჭიები მოჰყვა. ონკანიდან წამოსული დაბინძურებული წყლით შექმნილი სიტუაცია ოჯახის წევრებმა გადაიღეს.

დღევანდელი შემთხვევა სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე დაფიქსირდა. ფოტოს ავტორი ამბობს, რომ წყალი უკიდურესაც დაბინძურებულია.

,,წყალი ისედაც გრაფიკით მოდის, რაც მოდის, აგერ დღეს რა მდგომარეობაში. სასწრაფოდ მისახედია ეს საკითხი," - აცხადებენ სულხან-საბას ქუჩაზე.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა ერთი კვირის წინ აღნიშნულ ქუჩაზე წყლის საქაჩი მოტორი გამოცვალეს.  კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქალაქემ უნდა მიმართოს მათ, სადაც სინჯებს აიღებენ და მიზეზებს გაარკვევენ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა  მისამართი უკვე მიაწოდა მათ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები