ახალი ამბები
ძიუდოს ,,ოქროს ლიგაში“ 8 გუნდს შორის 2 კლუბი გორიდანაა
,,ოქროს ლიგაში“ გორიდან ორი კლუბი - ,,VIP JUDO” და ,,გორიჯვარი“ მოხვდა. გამარჯვებულები 10 მარტს თელავში გამოავლინეს. ასპარეზობის შედეგები დღეს ,,გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების“ სამსახურში ჟურნალისტებს გააცნეს.

10 მარტს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, თელავში, 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა. ტურნირზე 57 კლუბი მონაწილეობდა.

,,VIP JUDO” გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზეა შექმნილი. (მწვრთნელი ანზორ თენაძე). ძიუდოს კლუბ ,,გორიჯვარს“ კი მალხაზ ავაზნელი ხელმძღვანელობს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები