ახალი ამბები
1-თვიანი უდენობის გამო მამაკაცმა გორში გზა გადაკეტა
გორში, კომბინატის დასახლებაში ტარიელ თაყაძემ გზა ხის ტოტით გადაკეტა. ერთი თვეა დენი არ მიეწოდება.

ენერგოკომპანიის მიმართ, მისი ოჯახის დავალიანება 200 ლარს შეადგენს. ტარიელ თაყაძე ამბობს, რომ სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და ორივე მათგანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან.

სოციალურ დახმარებას იღებენ, თუმცა ეს თანხა დავალიანების გადახდას არ ჰყოფნის: ,,ფიზიკურადაც ვერ ვმუშაობ, რომ ოჯახში რამე შემოსავალი შევიტანო. პენსიას ვიღებთ, ვყიდულობთ საჭმელს, წამლებს, მაგრამ არ გვყოფნის. ერთი თვეა უკვე ამ მდგომარეობაში ვართ და იძულებული გავხდი ამ ფორმით გამოვხატო პროტესტი, იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება" - აცხადებს ტარიელ თაყაძე.

ხის ტოტი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე საპარტრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაიტანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები