რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დღეიდან მმართველი პარტიის გორის ორგანიზაციას ახალი წევრები მართავენ
დღეს, პარტია ,,ქართული ოცნების" გორის საოლქო ორგანიზაციაში ყრილობა გაიმართა, სადაც პოლიტიკური გაერთიანების უმაღლესი ორგანოები აირჩიეს. 215-მა დელეგატმა გორის ორგანიზაციის თავმჯდომარედ კოტე თავზარაშვილი წარადგინა.

ყრილობას პარტიის ლიდერები გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. შეხვედრას მაჟორიტარი პარლამენტარები - თემურ ხუბულური და იოსებ მაკრახიძე, ასევე, შიდა ქართლის გუბერნატორი ხელმძღვანელობდა.

,,ჩემთვის არის ასევე უდიდესი პატივი, ვიმყოფებოდე ქალაქში, რომელიც არის საქართველოს გული, ქალაქში, რომელმაც გადაიტანა უდიდესი ტკივილი. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივაბარეთ მიწას ერთი გმირი ქართველი ვაჟკაცის სხეული, რომელიც ვერ გატეხეს და რომელსაც ვერ ათქმევინეს ვერც ერთი სიტყვა ჩვენი სამშობლოს დელე ინტერესების საწინააღმდეგოდ. როდესაც ასეთი ისტორიები ხდება, ეს კიდევ უფრო განგვამტკიცებს შინაგანად და მეორეს მხრივ, ასევე გვიმყარებს რწმენას, რომ იმ პრაგმატულ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაზე და მშვიდობის შენარჩუნებაზე, ალტერნატივა არ გააჩნია. მე ქედს ვიხრი ყველა იმ მოქალაქის წინაშე, რომელიც ცხოვრობს ამ ულამაზეს ქალაქში და რომელმაც თავისი გმირული სულისკვეთება არაერთხელ ანახა მთელს ქვეყანას." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ის იმყოფებოდა იმ შენობაში, რომელმაც საქართველოს არაერთი გამოჩენილი კულტურული მოღვაწე აჩუქა და რომელიც უდიდესი ტრადიციების მატარებელია. საუბარია გორის თეატრზე.

,,მინდა, ჩვენი პარტიის ყველა აქტივისტს, ყველა ადამიანს, რომელიც გულანთებული იბრძოდა 2011 წლის შემოდგომიდან მოყოლებული იმ დიდი ეროვნული გამარჯვებისთვის, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა 2012 წელს და შემდგომ წლებში, გადავუხადო უდიდესი მადლობა, რადგან პარტიის თითოეული წევრის რწმენის, მისი აქტიურობის გარეშე წარმოუდგენელია წარმატება, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ." - თქვა გიორგი კვირიკაშვლმა.

მან პარტიის აქტივისტებს ,,ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში განხორციელებული საქმიანობები ჩამოუთვალა:

,,სამწუხაროდ, ხშირად მასმედიით არ შუქდება ყველა იმ წარმატების შესახებ, ამიტომ, პარტიულ კონფერენციაზე გთხოვთ მოთმინებას და ყურადღებას, რათა ვისაუბრო ქვეყნის აღმშენებლობაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, ვხედავთ უამრავ პრობლემას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ის წარმატებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს." - დაასკვნა კვირიკაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.