ახალი ამბები
ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები ,,არენაზე" 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პრეისკურანტით გათვალისწინებულ ნებისმიერ მომსახურებაზე, 20 % იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ამ გადაწყვეტილებით სპორტკომპლექსის დამფუძნებლებმა საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად საომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.

,,ერთი ოჯახიდან ორი, ან მეტი წევრის მომსახურების შემთხვევაში გათვალისწინებულია დამატებითი შეღავათები ბავშვთა ცურვის შემსწავლელ ჯგუფებში. ფასდაკლებით სარგებლობის მსურველმა ვეტერანებმა და მათი ოჯახების წევრებმა განცხადებით უნდა მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს." - აღნიშნულია განცხადებაში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრ "არენას" შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები