ახალი ამბები
გორში ,,დედაენის" დღეს იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს
დღეს, 14 აპრილს, დედაენის დღეს, გორის ტურიზმის განყოფილების თანამშრომლებმა იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. ამილახვრის ქუჩაზე მდებარე სკვერში სტუდენტებიც მივიდნენ.

გოგებაშვილის ბიუსტის შემდეგ, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა რუსთაველის მემორიალისკენ გადაინაცვლეს, სადაც შეკრებილებს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე, საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ის 1978 წლის მოვლენების აღნიშვნის მიზნით 1990 წელს დაწესდა. სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე 1978 წლის 14 აპრილს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა დათმობაზე წავიდა, რის შემდეგაც საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

დღევანდელ შეკრებაზე გორის მესამე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ ონიაშვილმა, ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები