ახალი ამბები
ავარია გორში - მოტოციკლისტი ჰოსპიტალში მოათავსეს
დღეს, გორში, აღმაშენებლის გამზირზე ავარია მოხდა. მთავარ ქუჩაზე მოძრავი მოტიციკლი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რომელიც გზას კვეთდა.

მოტოციკლისტი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს და ოპერაცია უტარდება. დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

ფოტომასალა
Print

სტატიის გამოყენების პირობები