ახალი ამბები
კასპში ოჯახის გამოსახლება 3 თვით გადაიდო
იპოთეკარსა და კასპში მცხოვრებ დავით ქოქაშვილს შორის ამჯერად მორიგება შედგა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იძულებით გაასახლებდნენ.

უახლოესი სამი თვის განმავლობაში დავით ქოქაშვილმა გადასახდელი თანხა სრულად უნდა დაფაროს.

ქოქაშვილის განცხადებით, პროცენტი 6 ათასი დოლარის ოდენობით უკვე გადახდილი აქვს. სულ აღებული ვალი 11 ათას დოლარს შეადგენდა.  ვალი სამი წლის წინ აიღო.

ვალის თავდაპირველი გადაუხდელობის დროს, სახლი აუქციონზე გაიტანეს, მისი შემძენი იპოთეკარი გახდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები