ახალი ამბები
კნოლევში ცენტრალური გზიდან სოფლის შესასვლელამდე ასფალტს დააგებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში, ცენტრალური მაგისტრალიდან სოფლის შესასვლელამდე არსებულ გზაზე ასფალტს დააგებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიამ 24 აპრილს მიიღო.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, გზის სიგრძე დაახლოებით 700 მ-ია. აღნიშნული მონაკვეთი საკმაოდ დაზიანებულია.

მერიამ სამუშაოებისთვის 378 000 ლარი გამოყო.ასფალტთან ერთად მოეწყობა არხები და ეზოებთან მისასვლელებიც.

კნოლევი გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ემიჯნება ზნაურის (ყორნისის) რაიონს, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები