ახალი ამბები
სამ თვეში გორში ჯარიმებიდან 703 000 ლარი მოგროვდა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გორის ბიუჯეტში ჯარიმებიდან, სანქციები და საურავებიდან გეგმა 343,3%-ით შესრულდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, იანვარი-აპრილის გეგმის გარდა, დამატებით მობილიზიებულია ნახევარი მილიონი ლარი.

,,ამ კლასიფიკაციით შემოსულია 703,0 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 206,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 341,3%. დამატებით შემოსულია 497,0 ათ. ლარი." - აღნიშნავენ მერიაში.

მერიაში განმარტავენ, რომ ძირითადი თანხა ამ მიმართულებით, სამართალდაცმველების მიერ გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად, მოგროვდა.

2018 წლის გორის ბიუჯეტის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში, ჯარიმებიდან და სანქციებიდან 1 მლნ 560 000 ლარს ელოდებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები