ახალი ამბები
გორში გარემოვაჭრეთა ნაწილი დახლებს პოლიციის მოთხოვნის შემდეგ იღებენ
ქალაქ გორში, გურამიშვილის ქუჩაზე გარევაჭრობის დახლებს იღებენ. უსაფრთხოების მიზნით, ზედამხედველობის სამსახურისა და კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს პოლიცია იცავს.

გორის მერიამ გარემოვაჭრეები 4 მაისს გააფრთხილა იმის შესახებ, რომ 8 მაისიდან უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ. მერია სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს ქალაქის სხვადასხვა ბაზარში სთავაზობს.

თუ გარემოვაჭრეები აღნიშნული ქუჩებს 7 მაისს, 20:00 საათამდე არ გაანთავისუფლებდნენ, მათ მიმართ განხორციელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ეს მე-3 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

„გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გარევაჭრობის შედეგად მახინჯდება ქალაქის იერსახე, გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ ფეხით მოსიარულეებსაც. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები გაგებით მოეკიდებიან ამ საკითხს და გადავლენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ტერიტორიებზე.“ - აცხადებენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

იხ. ფოტორეპორტაჟი

Print

სტატიის გამოყენების პირობები