ახალი ამბები
მეუფე ანდრია მნათეებს (სტიქაროსნებს) შეხვდა
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ეპარქიის ტაძრებში მომსახურე სტიქაროსნებს შეხვდა. შეხვედრა ,,ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში" შედგა.

ინფორმაციას გორისა და ატენის მიტროპოლიტის ეპარქია ავრცელებს.

ეპარქიის წარმომადგენლის ცნობით, საუბარი, სატაძრო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სტიქაროსნების პასუხისმგებლობას ეხებოდა.

სასულიერო ცხოვრების წესის მიხედვით, მნათე იგივე სტიქაროსანი — ქრისტიანული ეკლესიის მსახურია, რომელსაც ევალება ზეთის კანდლების ანთება, ნახშირის გაღვივება საცეცხლურებში, ზარების რეკვა, სეფისკვერის დაჭრა, მოსახსენიებლების კითხვა, სამღვდელო პირის შემოსვა და სხვა დამხმარე საქმიანობა. მათ შეუძლიათ საკურთხეველში შესვლა, მაგრამ ტრაპეზზე შეხება — არა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები