კურორტ ,,გორიჯვარში" სამკურნალო სეზონი გაიხსნა. ამის შესახებ შიდა
ქართლის საინფორმაციო ცენტრს კურორტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ,,გორიჯვარი" ყოველდღიურად
მუშაობს, სადაც მომხმარებლებისთვის, აბაზანებთან ერთად სასტუმროს 5
ნომერია მზად.
ბალნეოლოგიური კურორტი გორის რაიონის სოფ. დიდ გორიჯვარში მდებარეობს.
მისი სამკურნალო ფაქტორია: მცირე მინერალიზაციის ჰიდროსულფიდური,
ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი.
აბაზანები გამოიყენება საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფიული ნერვული
სისტემისა და გინეკოლოგიურუ დაავადებების სამკურნალოდ.
დამატებითი ინფორმაციისთვის: T:579 47 47 05 T:598 94 17 39;
Email:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
სტატიის გამოყენების პირობები