ახალი ამბები
ბერძენაულელი ფრენბურთელები ქარელში ლიდერები გახდნენ
ბერძენაულის საჯარო სკოლის გოგონებისა და ვაჟების გუნდებმა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებულ ფრენბურთის ტურნირში, პირველი ადგილი დაიკავეს.

ვაჟებმა ფინალში მეზობელი სოფლის, ფცის გუნდი, ხოლო გოგონებმა - საციხურის სკოლის გუნდი დაამარცხეს.

ჩემპიონატი ამავე მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლის მოედანზე გაიმართა. ბერძენაულის სკოლის დირექტორის ივანე გისის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა ჯამში 6 სკოლის გუნდმა მიიღო.

ერთმანეთს ბრეძადან, აბისიდან, თამარაშენიდან, საციხურიდან, ფციდან და ბერძენაულიდან შეკრებილი ფრენბურთელები დაუპირისპირდნენ.

ბერძენაულის გოგონათა და ვაჟთა გუნდების ხელმძღვანელია ირაკლი მეარაყიშვილი. თანასოფლელებს გამარჯვება ქართველმა ძიუდოისტმა და ერვოპის ჩემპიონმა, ვაჟა მარგველაშვილმაც მიულოცა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები