ახალი ამბები
26 მაისი - გორში საზეიმო ღონისძიება დამოუკიდებლობის აქტის წაკითხვით დაიწყო
დღეს, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ეს აქტი დღეს გორის მთავარ მოედანზე გორის თეატრის მსახიობმა კახა ბერიძემ წაიკითხა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მოქალაქეებმა სიმბოლური სახით შედგენილ დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერები დაიწყეს.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები