ახალი ამბები
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესი გორის სოფლებშიც დაიწყო
სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში 28 ადმინისტრაციული ერთეულისთვის დაახლოებით 3 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის გორის ბიუჯეტის 5%-ს შეადგენს.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში გააცნეს.

შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ თითო თემს და მის მოსახლეობას შეუძლია,  დაახლოებით 100-100 ათასი ლარის ხარჯვის შესახებ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. ეს დამოკიდებული იქნება საინფორმაციო კამპანიაზე, მოსახლეობის მობილიზაციაზე და ადგილობრივი მცხოვრებლების აქტიურობაზე.

გორის მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე ეს პროგრამა მხოლოდ ქალაქზე ვრცელდებოდა. 

ბიუჯეტირების პროცესში, გორის მერიას პოლონური ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმარებიან. ისინი საკუთარ გამოცდილებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უზიარებენ. სტუმრების განცხადებით, მნიშვნელოვანია, აღნიშნული სეგმენტის როლი მოსახლეობის აქტიურობის გაზრდის კუთხით:

,,ჩვენ საქართველოს რამდენიმე ქალაქში ამ პროგრამის განხორციელებას ვუწყობთ ხელს. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად გორის მერიამ გაართვა თავი. წინა წლებში პროგრამაში მხოლოდ ქალაქის მოსახლეობა იყო ჩართული. ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ აქტივობა მთლიანად მუნიციპალიტეტზე გავრცელდეს. ეს არ არის რაღაც პროექტი, რომელიც დაიწყება და დამთავრდება. ეს არის პროცესი" - აღნიშნეს შეხვედრაზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები