ახალი ამბები
გორის რაიონში სეტყვაა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტისა და მეჯვრისხევის მხარეს სეტყვაა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლიდან აცნობეს.

ადგილობრივების ცნობით, სეტყვა სავარაუდოდ ორივე სოფლის მოსახლეობას აზარალებს.

სეტყვისთვის დამახასიათებელი ღრუბელი გორიდანაც ჩანს. ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

ფოტოზე: გორიდან ზერტი-მეჯვრისხევის მხარე

Print

სტატიის გამოყენების პირობები