ახალი ამბები
ხაშურის სამ სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში, რომლითაც ასევე ყიფიანთუბნისა და სავანისუბნის მოსახლეობა სარგებლობს, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

დამთავრებული გზის სანახავად მუნიციპალიტეტში მხარის რწმუნებულ-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ჩავიდა. პროექტზე 540 999 ლარი დაიხარჯა.

ხაშურის მერის, გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, პარალელურად, სურამში დაგეგმილია 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია, ხოლო ქვიშხეთისა და ზემო ოსიაური გზებზე სამუშაოები მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები