ახალი ამბები
გორში გვიან ღამით მაღაზიას აგურის ნატეხი ესროლეს
წუხელ, დაახლოებით 1-ელ საათზე, სადგურის დასახლებაში მაღაზია გატეხეს. შუშის კარები აგურის ნატეხით ჩაამსხვრიეს და გაიქცნენ.

მაღაზიის მეპატრონის თქმით, დამნაშავეები შესაძლოა არასრულწლოვნები ყოფილიყვნენ. აგურის ნატეხი კი, სავარაუდოდ, საბავშვო ბაღის მშენებარე ობიექტის ნარჩენებიდან მიიტანეს.

გორის პოლიციის თანამშრომლებმა ფაქტის შესახებ მოკვლევა დაიწყეს. წინასწარი ინფორმაციით, შუშების ჩამტვრევის ფაქტი მაღაზიის გაქურდვის მცდელობას არ უკავშირდებოდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები