ახალი ამბები
გორის ,,ავერსის კლინიკებში" დარღვევები აღმოაჩინეს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გორში მოქმედი ,,ავერსის კლინიკების" საქმიანობა შეისწავლა და ორივე კლინიკის ადმინისტრაცია დააჯარიმა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

სოციალური სააგენტოს იურისტის განცხადებით, შემოწმების შედეგად, სხვადასხვა სახის დარღვევები აღმოჩნდა, რის შედეგადაც შედგა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმები. კონკრეტულად, რომელი მუხლის საფუძველზე დააკისრეს თანხა, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებლობა ინფორმაციას არ გასცეს.

კონფიდენციალურ ინფორმაციად აფასებს იგივე ამბავს ,,ავერსის კლინის" ადმინისტრაცია. ისინი ჯანაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები