ახალი ამბები
კასპის საკრებულოში 5 ფრაქციიდან მოადგილე არცერთ თავმჯდომარეს ჰყავს
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად საკრებულოში ანაზღაურებადი თანამდებობების ნუსხას კიდევ ერთი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაემატა. თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 1200 ლარია, თუმცა ამ სიახლით, კასპის მუნიციპალიტეტში ჯერ არ სარგებლობენ. საკრებულოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის მუნიციპალიტეტის მოწვევის სკრებულოში სულ 5 ფრაქციაა. ფრაქციების თავმჯდომარეებს, ამ ეტაპზე მოადგილე არ ჰყავს.

,,ეს ჩვენი პოლიტიკაა. კასპს იმდენი ფუფუნება არა აქვს, რომ ფრაქციების მოადგილეებზეც ხელფასი გავცეთ" - აღნიშნავს კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი ,,ქართული ოცნებიდან".

ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში (დარიცხული)1350 შეადგენს, წლის განმავლობაში - 12 200 ლარი.

კასპის საკრებულოში შემდეგი ფრაქციებია:

1. "ქართული ოცენბა"-ს თავმჯდომარე - ზურიკო ჩადუნელი;
2. " ქართული ოცნება კონსერვატორები" -ს თავმჯდომარე - ოთარ ჭეიშვილი;
3. "ქართული ოცნება მრეწველები "-ს თავმჯდომარე - ალექსანდრე ბიძინაშვილი;
4. 'პარტიოტების ერთობა" -ს თავმჯდომარე - ილია კიტრიაშვილი;
5. "ძალა ერთობაშია კასპის წინსვლისთვის" თავმჯდომარე - ნუგზარ ნონიაშვილი.

კასპისგან განსხვავებით, რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების თავმჯდომარეებმა მოადგილეები ახალი კანონის ამოქმედებისთანავე დანიშნეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები