ახალი ამბები
სამწევრისში ტუმბოს დაზიანების გამო წყლის გარეშე მთელი სოფელი დარჩა
9 ივლისიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ქარელის მერს ადგილობრივმა წარმომადგენელმა აცნობა.

კეხიჯვრის ადმინისტრაციული თემის ხელმძღვანელის, ავთანდილ ცხვედაძის განმარტებით, სასმელი წყლის ტუმბო 9 ივლისს დაზიანდა.

,,გამოვიდა მწყობრიდან სასმელი წყლის ტუმბო და მოსახლეობა (მათ შორის მოხუცები და ბავშვები, შინაური ცხოველები და ფრინველები) დარჩნენ სასმელი წყლის გარეშე. არ ჰქონდათ ალტერნატიული ჭები" - აღნიშნავს თემის წარმომადგენელი.

ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მერიის ეკონომიკურმა სამსახურმა კომპანია ,,როსსოსგან' ახალი მოტორი შეიძინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები