ახალი ამბები
გორის მერიამ ყოფილი კულტსახლების ნაგებობები საშენ მასალად გაყიდა
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კომუნისტების პერიოდში აშენებული შენობა-ნაგებობები საშენ მასალად იყიდება. ამის თაობაზე გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა მიიღო.

მერიის ეკონომიკური სამსახურის ცნობით, შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ის კომპანია ახორციელებს, რომელიც აუქციონში იმარჯვებს.

დემონტაჟს სოფელ უფლისციხეში მდებარე ყოფილი კულტურის სახლის შენობა დაექვამდებარა. მეორად საშენ მასალას კომპანია საკუთრებაში იტოვებს, შემდეგ კი, ყიდის.

ცოტა ხნის წინ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ გორის თვითმმართველი თემის აღმასრულებელმა ორგანომ 73 ასეთი შენობა-ნაგებობის აღწერა დაიწყო.  



Print

სტატიის გამოყენების პირობები