ახალი ამბები
გადაყრილი წიგნებიდან 25 000 ეგზემპლარს ბიბლიოთეკებში აბრუნებენ
,,დაახლოებით 40 ათასი წიგნიდან 25 ათასამდე აირჩევა" - ამის შესახებ გორის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნანა აბრამიძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. მისი თქმით, ბიბლიოთეკის თანამშრომლები გორის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში მოთავსებულ ფონდს მორიგ აღწერას უტარებენ.

შეგახსენებთ, რომ გორის პროფესიული კოლეჯის კუთვნილ ერთ-ერთ შენობაში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა იმ დარბაზს მიაკვლია, სადაც გორის გაუქმებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდია ,,განთავსებული". წიგნები ამ ოთახში 2006 ან 2009 წელს დაყარეს.

ბიბლიოთეკების მასობრივი გაუქმება ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, შემდეგ 2009 წელს გაგრძელდა. ქალაქ გორში მხოლოდ ერთი - ცენტრალური ბიბლიოთეკა დარჩა. რაიონებში კი, ყველა სასოფლო ბიბლიოთეკა გაუქმდა.

სოფლების ბიბლიოთეკების წიგნები საჯარო სკოლებში გადაიტანეს, ქალაქის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი კი, დღეს ასე გამოიყურება.

ნანა აბრამიძე დეტალურად ყვება, თუ როგორც გაუქმდა 2011 წელს გორსა და გორის რაიონში 40-ზე მეტი ბიბლიოთეკა.

იხ: ამავე თემაზე

წიგნები რომელსაც გორში კითხულობდნენ
გორის მერია ერთ-ერთ საწყობში აღმოჩენილი წიგნების ბედით დაინტერესდა

Print

სტატიის გამოყენების პირობები