ახალი ამბები
დევნილმა ქალებმა შრომითი უფლბების დარღვევაზე ისაუბრეს
თინათინ კვაღინიძემ დემოკრატიის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე საკუთარი ოჯახის მაგალითზე დევნილთა მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ამ დრომდე ის სასტუმრო ,,ქართლში" ცხოვრობს და იმ უფლებების დასაცავად იბრძვის, რომელიც მისი თქმით დევნილთა სამინისტრომ შელახა. ის ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იმ დევნილებს შორისაა, რომლებმაც ბინა მოსკოვის ქუჩაზე, ახლადაშენებულ კორპუსებში ვერ მიიღეს ,დევნილთა სამინისტროს წინააღმდეგ მან პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესი უკვე მოიგო.

შეხვედრას გორის სხვადასხვა დასახლებებში მცხოვრები 15-მდე დევნილი ქალი ესწრებოდა. საუბრის თემა ოჯახში ძალადობასა და ფემიციდს შეეხებოდა, თუმცა ადგილნაცვალი პირებისთვის აქტუალური უფრო სხვა საკითხები აღმოჩნდა. მათი ნაწილი ძველი და ახალი მთავრობის მმართველობის პერიოდში შრომითი უფლებების დარღვევაზე ამახვილებდა ყურადღებას.

დისკუსიას კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის მიერ მოწვეული სტუმარი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი უძღვებოდა. ელენე რუსეცკი ფიქრობს, რომ აქტუალურობიდან გამომდინარე შრომითი უფლებების თემაზე ცალკე შეხვედრაა დასაგეგმი. 

დისკუსია ქალთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, ,,ცნობიერების ამაღლების კამპანია რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დასაძლევად“, ფარგლებში მოეწყო, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ნოემბრამდე სოფლად მცხოვრებ ქალებთან სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები