ახალი ამბები
წელს სამკერდე ნიშანს „საპატიო რკინიგზელი დსთ მაშტაბით“ 4 მუშაკს გადასცემენ
მიმდინარე წელს საქართველოს რკინიგზაში 4 მუშაკი სამკერდე ნიშნით „საპატიო რკინიგზელი დსთ მაშტაბით“ დაჯილდოვდება. ამის თაობაზე რკინიგზის დეპარტამენტში შესაბამის მონაცემებს აგროვებენ. ჯილდოები რუსეთის ფედერაციაში დამზადდება.

სამკერდე ნიშანი რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვას რკინიგზის თანამშრომლებისთვის 1993 წლიდან მზადდება.

,,1993 წლის 5-6 თებერვალს ალმა-ატაში ჩატარდა თანამეგობრობის ქვეყნების რკინიგზების საბჭოს მე-7 ყრილობა. სადაც გაფორმდა შეთანხმება (შეთანხმების მე-3 პუნქტი) საბჭოს ასოცირებული ქვეყნების აზერბაიჯანის, საქართველოს და ბალტიისპირეთის რკინიგზის თანამშრომლებისათვის სამკერდე ნიშნით „საპატიო რკინიგზელის დსთ მასშტაბით“ დაჯილდოვების შესახებ. ამ ნიშნით დაჯილდოვებულ თანამშრომლებზე ვრცელდება გარკვეული შეღავათები. თანამეგობრობის რკინიგზების საბჭო იმართება ყოველწლიურად, სადაც ერთ-ერთ საკითხად რკინიგზის თანამშრომელთა რიცხოვნობიდან გამომდინარე განისაზღვრება დასაჯილდოვებელ თანამშრომელთა ლიმიტი.“ - აღნიშნულია რკინიგზის დეპარტამენტის განცხადებაში.

სამკერდე ნიშანი „საპატიო რკინიგზელი დსთ მაშტაბით“ და რკინიგზელის მოწმობა მზადდება რუსეთის ფედერაციის გზათა მიმოსვლის სამინისტროს დაქვემდებარებულ რუსეთის რკინიგზასთან არსებულ დამამზადებელ ქარხნებში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები