ახალი ამბები
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
შინდისელმა ახალგაზრდება გააგრძელეს არსებული ტრადიცია და კვლავ იკრიბებიან სოფელ შინდისში 2008 წლის ყველაზე სისხლის მღვრელი ბრძოლის ადგილას
პარტიის წარმომადგენლისა და საკრებულოს წევრის, ბექა ქორჩილავას ინფორმაციით, დღესვე დაგეგმილია შინდისის გმირთა გახსენებაც და ამ მიზნით მემორიალთან მისვლა.

,,რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მივაგებთ გორში, რის შემდეგაც მე პირადად გავემართები შინდისისკენ. დღეს შინდისელმა ახალგაზრდება გააგრძელეს არსებული ტრადიცია და კვლავ იკრიბებიან სოფელ შინდისში 2008 წლის ყველაზე სისხლის მღვრელი ბრძოლის ადგილას, რომ პატივი მიაგონ ამ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს. მე როგორც ქართველი ახალგაზრდა და როგორც საკრებულის წევრი ვუერთდები ახალგაზრდებს და მიმაჩნია, რომ აუცილებელია, გვახსოვდეს ის გმირები რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას."- აღნიშნა ბექა ქორჩილავამ

Print

სტატიის გამოყენების პირობები