ახალი ამბები
სოფელ ჭყოპიანთან გზაზე კლდის ლოდები ცვივა
ასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყოპიანთან კლდის ლოდები გზაზე ცვივა. ამის გამო, ახალქალაქი-ჭყოპიანის მიმართულებით მოძრაობა სახიფათოა.

ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო. ფოტოზე ერთი კონკრეტული ადგილია ნაჩვენები, სადაც ლოდები გზისკენაა გადაწეული. ქვათაცვენის საშიშროება რამდენიმე ლოკაციაზე შეინიშნება.

სოფელ ჭყოპიანში მცხოვრებნი ამბობენ, რომ კლდის ლოდები ნალექიან ამინდში მუდმივად ცვივა.

ბოლო შემთხვევა გაზაფხულზე მოხდა, როდესაც მანქანამ ფერდობიდან ჩამოვარდნილ ქვის მასას რამდენიმე წუთით გაასწრო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები