ახალი ამბები
15 სექტემბერს დემოკრატიის სკოლაში კინოჩვენება გაიმართება
15 სექტემბერს, შაბათს, 17:00 საათზე, დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის დემოკრატიის სკოლაში კინოჩვენება გაიმართება.

ფილმი „დაუმორჩილებლები“, ნელსონ მანდელას გაპრეზიდენტების შემდგომ პერიოდს შეეხება და კარგად ასახავს მის შემრიგებლურ პოლიტიკასა და თავდადებულ ბრძოლას საზოგადოების გაერთიანებისთვის.

სამხრეთ აფრიკელი ლიდერის შესახებ გორის დემოკრატიის სკოლის სტუმარი, გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული, 2016 წლის დემოკრატიის ლიდერის სპეციალური პრიზის მფლობელი გვანცა დოლუაშვილი ისაუბრებს, რომელიც ასევე წარუძღვება ფილმის ჩვენებასა და განხილვას.

კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.



Print

სტატიის გამოყენების პირობები