ახალი ამბები
გორში მამაკაცმა სტადიონის განათების ბოძიდან გადმოხტომა სცადა

 

,,ტკბილი ენით ვცადეთ მისი დამშვიდება" - აცხადებს სამაშველო სამსახურის უფროსი. სამართალდამცავების ცნობით, ის ფსიქიკურად დაავადებულია და გორის რაიონის ერთ-ერთ სოფლის მკვიდრია. ,,გადმოხტომა ადრე რამდენჯერმე სცადა" - დასძინა სამაშველო სამსახურის უფროსმა.

 

მამაკაცი სიმაღლიდან ისევ უკან ჩამოვიდა. ვითარების შესწავლის მიზნით პატრულის თანამშრომლებმა სამმართველოში წაიყვანეს.

 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

 

,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა გორში სუიციდის მცდელობის ფაქტი აღკვეთა და ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილისგან იხსნა. გორში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარე განათების ბოძზე ასული, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1975 წელს დაბადებული მოქალაქე თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტომას აპირებდა. თვითმხილველმა ტაქსის მძღოლმა აღნიშნულის შესახებ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, კერძოდ, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა რამდენიმეწუთიანი მოლაპარაკების შედეგად დაარწმუნა აღნიშნული პირი არ გადმომხტარიყო, გადააფიქრებინა თვითმკვლელობა და ბოძიდან უვნებლად ჩამოიყვანა. საპატრულო ეკიპაჟმა მოქალაქე სახლამდე მიაცილა." - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები