ახალი ამბები
ბატიურიდან შინაური ცხოველი მგლის შიშით იმერხევში გარბის
სოფელ ბატიურში დურმიშან ფილიშვილი მარტო ცხოვრობს. დასახლება ქარელის რაიონში, თრიალეთის ქედებს შორის მდებარეობს. მას სოფელში საქონელი და ღორები ჰყავს.

ამჯერად, დურმიშან ფილიშვილს ყოველდღიური საზრუნავი გაუჩნდა. მგლებისა და ტურების შიშით დედა ღორი გოჭებით მეზობელ სოფელში ეპარება. მისი თქმით, რამდენჯერმე გარეული ცხოველი მის სადგომს დაეცა და პირუტყვი გაუნადგურა. 

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მათ მხარეში ნადირი, ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, მომრავლდა.

იგი ამბობს, რომ საკმაოდ მომრავლებულია ტურები და მგლები, რომლებიც სადგომშიც კი შედიან. ,,როგორც კი, სადგომიდან გარეთ გამოვუშვებ, ცოტა ხნის შემდეგ, გამორბიან იმერხევში. როგორც ჩანს, აქ უსაფრთხო ადგილი ეგულება. თავისი ადგილიც იპოვა, ძველ ნანგრევში. ღამე იქ წვებიან ხოლმე" - ამბობს დურმიშხან ფილიშვილი.

სოფელ ბატიურში კომუნისტების დროს 30-მდე კომლი ცხოვრობდა. 90-იანი წლების კონფლიქტის დროს, ოსურმა მოსახლეობამ სოფელი მიატოვა. დარჩა მხოლოდ ორი და. აქედან ერთ-ერთ დასთან დურმიშხან ფილიშვილმა დაოჯახდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები