ახალი ამბები
ფარიზეტა თოთროევი - ერთადერთი მცხოვრები ბანში 1000 ლარით დააჯარიმეს


ერთ დროს ცხენით დადიოდა ღვანანას ხეობის სოფლებში. ჰყავდა ,,ვილისიც“, რომელიც კლდიან გზებზე დაემტვრა. თიბავდა 9-ნომრიანი ცელით. ახლა კვლავ უვლის საქონელს. მთელი ცხოვრება ძმას, დას და მათ შვილებს ეხმარებოდა. ამბობს, რომ სწორედ ძმის გამო არ დაოჯახდა. მის ბავშვებს დედა პატარაობიდანვე აღარ ჰყავდათ და მოკვლა უნდოდათო. თბილისში ეკონომიური ფაკულტეტი როცა დაამთავრა, იმუშავა და შემდეგ დაბრუნდა სოფელში.

თბილისსა და რუსთავზე ,,ალერგია“ აქვს, სადაც ძმისშვილები ცხოვრობენ. ყველაზე ძალიან ძმის შვილიშვილის ნახვა სურს. ,,შუა აზიაში ცხოვრობს. ეხლა ჩაუბარებია უმაღლესში. გააგებინეთ, რომ ნახოს ბებო“ - ამბობს ფარიზეტა თოთროევი
.



Print

სტატიის გამოყენების პირობები