ახალი ამბები
შინდისის მემორიალის დარბევის ფაქტზე 20 წლამდე ასაკის მამაკაცი ამხილეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის მცხოვრებთა ცნობით, პირი, რომელიც წუხელ გმირების მემორიალი დაარბევაში ამხილეს, 20-წლამდე ასაკისაა. მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი, მეზობელ სოფელ ყელქცეულში ცხოვრობს და ფისიქიკური პრობლემები აქვს.

ამის თაობაზე, ეკლესიის მოძღვარი სოფლის მცხოვრებლებს ესაუბრა და საქმის ვითარება აუხსნა. კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა მსგავსი ფაქტი, პოლიციას განუმარტა, რომ ,,ასე მოუნდა".

გმირების მემორიალი წუხელ დაარბიეს. აფოტო სოციალურ ქსელში შუადღეს გავრცელდა. ფოტოს ავტორის ინფორმაციით, მასალა იმ დროს გადაიღო, როდესაც მემორიალს ესტუმრნენ და მემორიალი სავალალო მდგომარეობაში დახვდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები