ახალი ამბები
ფოტო: ნაგვის ვედრო აქციის მონაწილეს თავზე დაამხეს
გორის მერიის წარმომადგენელმა თემურ მანველიშვილმა გიგა მაქარაშვილს მოულოდნელად თავზე ნაგვის ვედრო დაამხო.

მანველიშვილი ადმინისტრაციის უფროსია, მანამდე მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა. ინციდენტის შემდეგ ის შენობაში შევიდა და შეიგინა.

მოგვიანებით, გიგა მაქარაშვილი პატრულმა, ტერიტორიის დანაგვიანების გამო, დააჯარიმა. აქციის მონაწილეები თემურ მანველიშვილის დასჯასაც ითხოვენ.

ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდების ჯგუფმა მერიის შენობის წინ ნაკელი მიიტანეს, შენობის კიბეებზე საკენკიც დაყარეს. აქციის ორგანიზატორები კოტე თავზარაშვილის გადადგომა და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვეს.

საქმე ეხება 2 დღის წინ დევნილთა დასახლებაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.

ფოტო: ტელეკომპანია ,,დია"

Print

სტატიის გამოყენების პირობები