ახალი ამბები
თემურ მანველიშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის მოყვარეა
გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თემურ მანველიშვილი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოადგილის ნიკა გელაშვილის მოყვარეა. ამის შესახებ გიგა მაქარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პიროვნებამ, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა, მინისტროს მოადგილის ცოლის ძმაა.

,,ეს ის ვაჟკაცია, გუშინ ზურგიდან რომ მომეპარა და ოკუპაციის მშვიდობიანი პროტესტისთვის თავზე ნაგავი დამაყარა! აღმოჩნდა, რომ მას ქვია თემურ მანველიშვილი, მუშაობს გორის მერიაში, იურიდიული სამსახურის უფროსია და რაც მთავარია, თავდაცვის მინისტრის, იზორიას მოადგილის, ნუკრი გელაშვილის ცოლის ძმაა! არც სამსახურიდან მოუხსნიათ ჯერ, არც დაუკავებიათ" - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

თემურ მანველიშვილი არ გვპასუხობს. მისი და თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნათესაობის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები