ახალი ამბები
გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დამტვრეულია
გორში, წმინდაწყალზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დამტვრეულია. შემთხვევა სუპერმარკეტ ,,მაგნიტის" წინ მოხდა.

დამტვრეული აპარატი, თავდაპირველად, დაცვის პოლიციამ შეამჩნია. შემდეგ, კრიმინალური პოლიციის დეტექტივების განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ.

დაცვის პოლიციის თანამშრომლები პოლიციელებს არწმუნებდნენ, რომ აპარატის ზედა სტრუქტურა თავისით გადავარდა. 

გორის შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მოკვლევის შედეგად, ქურდობის ან განზრახ ქონების დაზიანების ფაქტი არ დადგინდა
.



Print

სტატიის გამოყენების პირობები