ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორი ახალგაზრდებს სანერგე მეურნეობაში შეხვდა
შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გორის სანერგე მეურნეობაში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, არაფორმალურ გარეშო პრიორიტეტულ და კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

,,ახალგაზრდებს შევხვდი და მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ძალიან გონიერი ახალი თაობა გვყავს. ვისაუბრეთ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მინდა აღვნიშნო, რომ მათ ზუსტად იციან რა სჭირდება ახალ თაობას და ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ჩვენმა საუბარმა საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულება შეიძინა. არაფორმალურ გარემოში ვისაუბრეთ პრიორიტეტულ საკითხებზე და კონკრეტულ წინადადებებზე, რომელთა განხორციელებაც რეალურ დროშია შესაძლებელი მათივე ჩართულობით. მზად ვარ, აქტიურად ვითანამშრომლო ახალგაზრდებთან და ხელი შევუწყო ჩვენი რეგიონისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს სანერგე მეურნეობა - ადგილი, საიდანაც გორის მუნიციპალიტეტის გამწვანება ხორციელდება. შევთანხმდით, რომ ერთობლივად დავგეგმავთ გარემოს დაცვით კამპანიებსა და ვიზრუნებთ რეგიონის ეკოსისტემაზე. შედეგზე ორიენტირებული ინიციატივები ბევრია და ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა შედგება, იქნება მჭიდრო და მეგობრული. ჩვენი შეხვედრა ერთჯერადი არ იქნება და სამომავლოდ ვაპირებთ ერთობლივად განვიხილოთ სხვადასხვა საკითხები.დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებ ჩემს ახალ მეგობრებს არაერთხელ როგორც კაბინეტში - წერტილოვანი სამუშაოების დასაგეგმად, ისე სხვა არაფორმალურ გარემოში.ჩვენ მზად ვართ ყოველთვის დავუჭიროთ მხარი ახალგაზრდების მხრიდან წამოსულ იდეებსა და ინიციატივებს, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებასა და რეალიზებას." - აღნიშნავს გუბერნატორი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები