ახალი ამბები
გოგებაშვილები ვარიანში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში გოგებაშვილების ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს. ,,დედა ენის" ავტორის შთამომავლებს შორის დღეს მხოლოდ იაკობის ძმისშვილიშვილის, ქეთევან გოგებაშვილის შვილიშვილი და მისი ოჯახი ცხოვრობს. ვარიანში ამ გვარის შენარჩუნება სწორედ ქეთევანის დამსახურებაა. 

ქეთევან გოგებაშვილს ჰყავდა ძმა - ალექსანდრე გოგებაშვილი. ალექსანდრე გოგებაშვილმა იაკობის სურვილი აასრულა და სოფელში სკოლა გახსნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

,,კომუნისტებს დროს ძველ სახლში მუზეუმი გახსნეს. ქეთევან გოგებაშვილს ახალი სახლი აუშენეს იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ სახლში ინახებოდა ასევე ალექსანდრე გოგებაშვილის მიერ შემონახული ნივთები. ჩვენ ყველა ეს ნივთები მუზეუმს გადავეცით" - აცხადებს მიხეილ გოგებაშვილი. ის რამდენიმე წლის განმავლობაში იაკობის სახლ-მუზეუმის დირექტორი იყო.

მიხეილ გოგებაშვილი, სწორედ, ქეთევან გოგებაშვილის შვილიშვილია. ის სწორედ ის ქალბატონი იყო, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახლში ბოლოს ცხოვრობდა. დღეს ეს სახლი მუზეუმს წარმოადგენს.

ამჟამად, მიხეილ გოგებაშვილს სამი შვილი ჰყავს - არჩილი, ნინა და იაკობი. ყველაზე უმცროსს, სწორედ, იაკობი ჰქვია.

იხ. ამავე თემაზე:

იაკობ გოგებაშვილი და ვარიანის სკოლა - ისტორიული ცნობები



Print

სტატიის გამოყენების პირობები